ილია მეორემ ოთხი სასულიერო პირი დააჯილდოვა
ამობეჭდვა · 30 / 12 / 2018 14:51
ილია მეორემ ოთხი სასულიერო პირი დააჯილდოვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ოთხი სასულიერო პირი დააჯილდოვა. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

დეკანოზი გაბრიელ ლომაძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით, მღვდელი ირაკლი წულაძე აყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით, იღუმენია სარა დათებაშვილი დაჯილდოვდა მეორე ჯვრის ტარების უფლებით, ხოლო გელათის სასულიერო აკადემიისა და სასულიერო სემინარიის რექტორი, დეკანოზი ირაკლი ახალაძე მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა.

ტეგები