გურამ კაშიამ საფულე დაკარგა - მპოვნელი დასაჩუქრდება (ვიდეო)
ამობეჭდვა · 30 / 12 / 2018 15:23
გურამ კაშიამ საფულე დაკარგა - მპოვნელი დასაჩუქრდება (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ საფულე დაკარგა, რომელშიც მნიშვნელოვანი საბუთები ედო. ამის შესახებ ფეხბურთელმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ განაცხადა.

„არც თანხა და არც ის ბარათები, რაც იქ დევს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც მართვის მოწმობა, იმისათვის, რომ ვარჯიშზე ვიარო. ასე რომ, ახლა მპოვნელზეა პასუხისმგებლობა, ვივლი თუ არა ვარჯიშზე“, - განაცხადა კაშიამ.

ადამიანი, ვინც დაკარგულ საფულეს დააბრუნებს, გურამ კაშიას წარწერიანი მაისურით დასაჩუქრდება.

ტეგები