რუსეთში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 79 კი დაკარგულად მიიჩნევა
ამობეჭდვა · 31 / 12 / 2018 11:16
რუსეთში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 79 კი დაკარგულად მიიჩნევა

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 79 კი დაკარგულად მიიჩნევა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის ერთი ნაწილი მთლიანად დაინგრა.

სამაშველო სამსახურმა ნანგრევებიდან 10 ადამიანი ამოიყვანა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქების გამო, დროებითი საცხოვრებელი 300 ადამიანს სჭირდება.

მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტმა საგანგებო სიტუაციების მინისტრს შემთხვევის ადგილზე ჩასვლა დაავალა.