"ამ დროისთვის 4 მილიარდ ლარამდე სესხია განულებული"
ამობეჭდვა · 31 / 12 / 2018 14:47
"ამ დროისთვის 4 მილიარდ ლარამდე სესხია განულებული"

4 მილიარდ ლარამდე ჩამოწერილი ვალი. ასეთია მთავრობის ინიციატივის შედეგი ამ დროისთვის. ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ პროცესი გრძელდება და პარალელურად სახელმწიფო სხვა კომპანიებთან მოლაპარაკებასაც აწარმოებს, რათა ჩაერთონ ისინი ვალების განულების პროგრამაში.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავალიანების განულების ინიციატივის შესახებ 19 ნოემბერს განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. 

10 ნოემბერს სპეციალური ვებვერდი (vali.ge) ამოქმედდა, სადაც მოქალაქეებს საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ.