სესხების განულების პროცესი 15 იანვრამდე გაგრძელდება
ამობეჭდვა · 31 / 12 / 2018 17:53
სესხების განულების პროცესი 15 იანვრამდე გაგრძელდება

სესხების განულების პროცესი 15 იანვრამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. 15 იანვრამდე პროცესში ჩართვა ახალ საფინანსო ორგანიზაციებსაც შეეძლებათ, რომლებსაც ჯერ ფონდ „ქართუსთან“ ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ.

„ჯერ კიდევ არის რამდენიმე საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც არ შემოუერთდა ამ პროცესს. ზოგიერთი სიებს აზუსტებდა, ზოგიერთისთვის პირობები აღმოჩნდა მიუღებელი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ფონდი „ქართუს“ კარი ჯერ კიდევ ღიაა და 15 იანვრამდე ყველა საფინანსო ორგანიზაციას, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს, შეეძლება შეუერთდეს პროცესს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

vali.ge-ზე ამ დროისთვის 604 797 მსესხებლის ინფორმაციაა განთავსებული, რომელთა სესხების რაოდენობა 1 302 750-ს შეადგენს, ჩამოწერილი დავალიანების ჯამური თანხა კი თითქმის ოთხ მილიარდ ლარს აღწევს.