სისხლიანი დაპირისპირება თიანეთში - 2 დაღუპული და 1 დაჭრილი
ამობეჭდვა · 03 / 01 / 2019 18:29
სისხლიანი დაპირისპირება თიანეთში - 2 დაღუპული და 1 დაჭრილი

სისხლიანი დაპირისპირება მოხდა თიანეთში. ამის შესახებ ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 და დაჭრილია 1 ადამიანი.

დაპირისპირება კაცებს შორის თიანეთის საავადმყოფოს ეზოში მოხდა. არსებობს ვერსია, რომ ერთ-ერთი მოკლული საავადმყოფოს ექიმის მეუღლეა. ის თიანეთში ხარაგაულიდან იყო ჩასული.

სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ. დანიშნულია ექსპერტიზები.

ტეგები