"პატრიარქი მთელი ერისთვის არის სულგრძელობის, თავდადებისა და სიყვარულის მაგალითი" - პრემიერი უწმინდესს დაბადების დღეს ულოცავს
ამობეჭდვა · 04 / 01 / 2019 14:29
"პატრიარქი მთელი ერისთვის არის სულგრძელობის, თავდადებისა და სიყვარულის მაგალითი" - პრემიერი უწმინდესს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორე დაბადების დღეს ულოცავს და ჯანმრთელობას უსუვებს.

"ვულოცავ ჩვენს პატრიარქს დაბადების დღეს. ის მთელი ერისთვის არის სულგრძელობის, თავდადებისა და სიყვარულის მაგალითი.

მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს!", - აცხადებს პემიერი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორეს 86 წელი შეუსრულდა.










 

ტეგები