კახა კალაძე ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს
ამობეჭდვა · 04 / 01 / 2019 18:03
კახა კალაძე ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

"დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. ჩვენს პატრიარქს ვუსურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ჩვენი ერის სულიერი და ეროვნული გაძლიერების საქმეში", - წერს თბილისის მერი სოციალურ ქსელში. 

დღეს ილია მეორეს 86 წელი შეუსრულდა.

ტეგები