საბავშვო ბაღიდან, სადაც პიროტექნიკა აფეთქდა, 3 თანამშრომელი გაათავისუფლეს
ამობეჭდვა · 04 / 01 / 2019 19:07
საბავშვო ბაღიდან, სადაც პიროტექნიკა აფეთქდა, 3 თანამშრომელი გაათავისუფლეს

71-ე საბავშვო ბაღიდან, სადაც პიროტექნიკა აფეთქდა, 3 თანამშრომელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ "იმედინიუსს" თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს.

ლაპარაკია ბაღის გამგის მოადგილეზე, ასევე იმ კონკრეტული ჯგუფის აღმზრდელსა და თანაშემწეზე, რომლის საახალწლო ღონისძიების დროსაც ინციდენტი მოხდა.

"უსაფრთხოების ზომები და ნორმები დაირღვა, რომელიც განსაზღვრულია ჩვენს ბაღებში. მნშვნელოვანია ასევე ის, რომ ადმინისტრაცია, რომელიც მართავს ბაღს, სამწუხაროდ აღმოჩნდა უუნარო. ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება, როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია და მივმართეთ ასევე შსს-ს”, - განაცხადა კახა გვანცელაძემ.

ინციდენტი თბილისის 71-ე ბაღში 26 დეკემბერს მოხდა. ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, გარეგამოყენების პიროტექნიკა იქ ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა მიიტანა. მისმა აფეთქებამ საახალწლო ზეიმზე მშობლებსა და ბავშვებში პანიკა გამოიწვია. მსუბუქად დაშავდა ერთი ბავშვი.

ტეგები