ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ამობეჭდვა · 04 / 01 / 2019 19:39
ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თურქეთის საზღვრის (ახალქალაქი-კარწახის გზა) საავტომობილო გზის 1-36.5კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტით გადაადგილება აიკრძალა. მიზეზად ქარბუქი და ნამქერი სახელდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაადგილება იკრძალება ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებითაც.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ახალქალაქი-კარწახის გზაზე მოძრაობა 31 დეკემბერსაც აიკრძალა, თუმცა რამდენიმე საათში კვლავ აღდგა.

ტეგები