სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს
ამობეჭდვა · 04 / 01 / 2019 21:47
სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს, დაბადების დღეს ულოცავს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პატრიარქი, ჩვენი ერის სულიერი წინამძღოლი, არის თავმდაბლობის, სულგრძელობის, მოთმინების, სიკეთისა და მიმტევებლობის მაგალითი.

პრეზიდენტი მის უწმინდესობას უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მხნეობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დღეს 86 წელი შეუსრულდა.

ტეგები