„ოქროს გლობუსი 2018“-ის გამარჯვებულები ცნობილია
ამობეჭდვა · 07 / 01 / 2019 10:32
„ოქროს გლობუსი 2018“-ის გამარჯვებულები ცნობილია

კინოპრემია "ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების 76-ე ცერემონიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

"ოქროს გლობუსი 2018"-ის საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული "ბოჰემური რაფსოდია" გახდა. ამ ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა რემი მალეკმა კი, დრამაში კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოქროს გლობუსი“ მიიღო. ამავე ნომინაციაში საუკეთესო მსახიობ ქალად ეგლენ ქლოუზი ( The Wife) დაასახელეს.

ნომინაციაში საუკეთესო კომედია ან მიუზიკლი ჯილდო "Green Book" -ს გადაეცა. კომედიასა ან მიუზიკლში ქალისა და კაცის როლების საუკეთესო შესრულებისთვის გამარჯვებულები ოლივია კოლმენი ("The Favourite") და კრისტიან ბეილი ("Vice") გახდნენ.

საუკეთესო ანიმაციად დასახელდა "Spider-Man: Into the Spider-Verse" , საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრულმად -  "Roma", მხატვრული ფილმის საუკეთესო რეჟისორად კი ალფონსო კუარონი.

ქალისა და კაცის მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში გამარჯვებულები რეჯინა კინგი ("If Beale Street Could Talk") და მაჰერშალა ალი ("Green Book") არიან.

საუკეთესო სცენარისთვის დაჯილდოვდა: "Green Book"-ი, საუკეთესო სატელევიზიო სერიალ - დრამად დასახელდა "The Americans", ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალი და კაცი დრამატულ სერიალში სანდრა ო ("Killing Eve") და რიჩარდ მადენი ("Bodyguard") არიან.

ნომინაციაში საუკეთესო ორიგინალური მუსიკა გამარჯვებულია "First Man", ხოლო საუკეთესო ორიგინალურ სიმღერად "Shallow" დასახელდა.

"ოქროს გლობუსის“ მფლობელები ასევე გახდნენ:

საუკეთესო მსახიობი კაცი მუსიკალურ ან კომედიურ სერიალში - მაიკლ დუგლასი, "The Kominsky Method"; 

კაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში ბენ უიშოუ, "A Very English Scandal";

საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში პატრიცია არკეტი, "Escape at Dannemora";

ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში –პატრიცია კლარკსონი, Sharp Objects, ხოლო საუკეთესო მსახიობი კაცი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში დარენ კრისი, "The Assassination of Gianni Versace: American Crime Story";

საუკეთესო მსახიობი ქალი მუსიკალურ ან კომედიურ სერიალში – რეიჩელ ბროსნაჰანი, "The Marvelous Mrs. Maisel";

საუკეთესო კომედიური სერიალი "The Kominsky Method";

საუკეთესო მინისერიალი ან სატელევიზიო მხატვრული ფილმი "The Assassination of Gianni Versace: American Crime Story".

ამერიკული კინოპრემია - "ოქროს გლობუსი" კინო და ტელეფილმებისთვის ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ დააწესა 1944 წლიდან.

ტეგები