მიხეილ გიორგაძე თურქეთში მდებარე კლინიკიდან გაწერეს
ამობეჭდვა · 07 / 01 / 2019 12:03
მიხეილ გიორგაძე თურქეთში მდებარე კლინიკიდან გაწერეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე თურქეთიდან საქართველოში მიმდინარე კვირაში დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მინისტრის პირველი მოადგილე საავადმყოფოდან 4 იანვარს გაწერეს.

მიხეილ გიორგაძე თბილისიდან თურქეთში სამკურნალოდ 21 ნოემბერს გადაიყვანეს. გიორგაძე 17 ნოემბერს კახეთში ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ტეგები