პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება დღეს 22:00 საათამდე იმუშავებს
ამობეჭდვა · 07 / 01 / 2019 13:00
პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება დღეს 22:00 საათამდე იმუშავებს

პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 7 იანვარს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს. ხვალიდან კი, მუშაობის 24 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავა.

აღნიშნული დაწესებულებებია: შპს „მედკაპიტალი-გლდანი“, მისამართი – ვეკუას ქ. N 18; შპს „მედკაპიტალი-საბურთალო“, მისამართი – გამრეკელის ქ. N19; შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“, მისამართი – წინამძღვრიშვილის ქ. N 57; შპს „მედსი“ (“ვერე-21”), მისამართი – ქიაჩელის ქ. N 18; შპს „მედკაპიტალი-სამგორი“, მისამართი – მოსკოვის გამზირი კვ. 4, კორპ.

შესაბამისად, ხვალიდან პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე, კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ.

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ბენეფიციარებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის, სიმპტომების გამოვლენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყონ.

წყარო: 1tv.ge

ტეგები