
მცხეთის სამედიცინო ცენტრში ამ ეტაპზე რესპირატორული დაავადებით 50-მდე პაციენტი მკურნალობს, სამი კი, მართვით სუნთქვაზე იმყოფა,- ამის შესახებ „მცხეთის სამედიცინო ცენტრის" კლინიკურმა დირექტორმა დავით ლოლაძემ განაცხადა.
„მცხეთა არ არის გამონაკლისი, ისევე როგორც მთელი საქართველო. ამ წუთისთვის, მწვავე რესპირატორული გამოვლინებებით კლინიკაში დაახლოებით 50-მდე პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. კლინიკა იმყოფება კარანტინის მდგომარეობაში. ვითარება საკმაოდ რთულია მომართვიანობიდან გამომდინარე. H1N1 კლინიკაში დადასტურებული არ არის, რადგან არ ჩატარებულა ანალიზი. გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება 3 ადამიანი", - განაცხადა „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა დავით ლოლაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კარანტინი გამოცხადდა ასევე რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში.
H1N1 ვირუსით ამ დროისთვის საქართველოში 8 ადამიანია გარდაცვლილი.
ტეგები
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |