პოლიციის მანქანას თავს დაესხნენ - შემთხვევა თერჯოლაში
ამობეჭდვა · 07 / 01 / 2019 14:10
პოლიციის მანქანას თავს დაესხნენ - შემთხვევა თერჯოლაში

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტლახში პოლიციელების ავტომობილზე თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ავტომობილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

ამ დროს პოლიციელები მაღაზიაში იყვნენ შესულები. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, თუმცა როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, დამნაშავე იდენტიფიცირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

imedinews-ის ინფორმაციით, თავდამსმხელი ამავე მაღაზიის ქურდობის მცდელობისთვის არის ნასამართლევი და მან საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა.

შემთხვევა 5 იანვარს მოხდა. 

ტეგები