წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზიის დაყაჩაღებისას 2 ადამიანი დაშავდა
ამობეჭდვა · 08 / 01 / 2019 10:34
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზიის დაყაჩაღებისას 2 ადამიანი დაშავდა

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯის“ ძარცვის დროს ორი ადამიანი დაშავდა

როგორც თვითმხილველებმა „ქრონიკას“ განუცხადეს, სამი კაცი მაღაზიაში შეიჭრა, დაშავდა ორი თანამშრომელი. ერთ-ერთმა გონება დაკარგა და ჰოსპიტალიზებულია.

როგორც ექიმმა განაცხადა, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა, სავარაუდოდ, 400 ლარამდე თანხა წაიღეს. მათივე ცნობით, ისინი ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი.