რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 08 / 01 / 2019 11:53
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს

რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს:
 
"15 იანვრამდე რუსთავის ბაგა-ბაღებში გამოცხადებულია თავისუფალი დასწრება. ასევე, თავისუფალი დასწრების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 7 საპატიო გაცდენის უფლებით. იანვრის თვეში თავისუფალი დასწრების გაგრძელების საკითხი დამოკიდებულია ვირუსების გავრცელების დინამიკაზე".
 
თავისუფალი დასწრების გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.