"41 წლის გოგო, ჩემი მეგობარი, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა, ხალხი პანტაპუნტით კვდება"
ამობეჭდვა · 08 / 01 / 2019 15:13
"41 წლის გოგო, ჩემი მეგობარი, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა, ხალხი პანტაპუნტით კვდება"

"მეგობარი გარდამეცვალა გრიპით. წარმოუდგენელი შოკია. 21ე საუკუნეში გრიპით მოკვდა 41 წლის ჯანღონით სავსე გოგო. რა ვთქვა არ ვიცი.

სრული კატასტროფა ხდება ქვეყანაში. გრიპის პანდემიაა, ფაქტიურად, და ხელისუფლება მხოლოდ ინფორმაციის დამალვითაა დაკავებული. ხალხი კი ამასობაში კვდება პანტაპუნტით", - წერს "რუსთავი 2"-ის გენდირექტორი ნიკა გვარამია.