კლინიკაში 35 წლის ქალი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 08 / 01 / 2019 15:44
კლინიკაში 35 წლის ქალი გარდაიცვალა

გორში, კლინიკა "გორმედში" 35 წლის ქალი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გრიპის ვირუსის სიმპტომებით პარასკევს შევიდა. მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა, დღეს კი ფატალური შედეგი დადგა. 

ამ დროისთვის, H1N1 ტიპის ვირუსი დადასტურებული არა არის.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი რისკჯგუფში იმყოფებოდა. მას სიმსივნის გამო რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული.