მსახიობ რეზო ნასიძეს ბრალი წაუყენეს
ამობეჭდვა · 08 / 01 / 2019 16:08
მსახიობ რეზო ნასიძეს ბრალი წაუყენეს

მსახიობ რეზო ნასიძეს, ექიმის ცემის გამო ბრალი წაუყენეს. ის განჩინების საფუძველზე გუშინ დააკავეს, თუმცა ნასიძე ამ დრომდე კლინიკაში, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და პნევმონიას მკურნალობს.

მედპერსონალის განმარტებით, პაციენტი ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს ითხოვდა, რასაც მისი დიაგნოზი არ ითვალისწინებდა, უარის შემდეგ კი ექიმს ფიზიკურად  გაუსწორდა.

დაკავებულის დედას კი, ადასტურებს,  რომ მისი შვილი ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს მართლაც ითხოვდა, თუმცა მისი თქმით, ნასიძეს თავის ძლიერი ტკივილი აწუხებდა.