მკურნალობის შემდეგ, მიხეილ გიორგაძე სამსახურში დღეს პირველად მივიდა (ფოტო)
ამობეჭდვა · 08 / 01 / 2019 17:09
მკურნალობის შემდეგ, მიხეილ გიორგაძე სამსახურში დღეს პირველად მივიდა (ფოტო)

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე თითქმის ორთვიანი მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ, დღეს სამსახურში მივიდა. ფოტო Facebook-ზე კახი კანდელაკმა გამოაქვეყნა.

მიხეილ გიორგაძე 18 ნოემბერს, გამთენიისას ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარელში მოხდა. არსებული ცნობით, მიხეილ გიორგაძე საჭესთან თავად იჯდა.

 

Kakhi Kandelaki-ს ფოტო.