გორის რაიონში 9 თვის ბავშვი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 08 / 01 / 2019 19:16
გორის რაიონში 9 თვის ბავშვი გარდაიცვალა

გორის რაიონის სოფელ ბერბუკში 9 თვის გოგონა გარდაიცვალა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ჩახვაშვილების ოჯახში 9 თვის ბავშვი ბებიას დილით საწოლში გარდაცვლილი დახვდა. მას ბებია უვლიდა, რადგან მცირეწლოვანის დედა გორის საავადმყოფოშია.

ახლობლები ამბობენ, რომ ცოტა ხნის წინ ჩვილს ინფექციური დაავადება ჰქონდა, რის გამოც საავადმყოფოში მკურნალობდნენ და კლინიკიდან დეკემბრის ბოლოს გაწერეს.

გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.