რქაწითელი შესაძლოა მარსზე მოაშენონ
ამობეჭდვა · 08 / 01 / 2019 21:03
რქაწითელი შესაძლოა მარსზე მოაშენონ

რქაწითელი შესაძლოა ყურძნის ის ჯიში გახდეს, რომელსაც მარსზე მოაშენებენ. მისგან დაწურული ღვინო კი პირველი სასმელი იქნება წითელ პლანეტაზე. ამის შესახებ საუბარია Washington Post-ის სტატიაში. გამოცემის თანახმად, ქართველი მკვლევარები აქტიურად მუშაობენ პროექტზე, რომლის მიზანსაც წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რომელი ყურძნის მოშენება იქნება შესაძლებელი მარსზე.

მეცნიერებმა უნდა დაადგინონ, ყურძნის რომელი ჯიში გაუძლებს რადიაციას, მტვრის ქარისხლებსა და მარსზე არსებული გარემოს სხვა გამოწვევებს.

Washington Post-ის სტატიაში ნათქვამია, რომ პროექტში მონაწილეობენ როგორც მეწარმეები, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენლები. სწორედ აღნიშნული პირები წელს თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში პირველი ე.წ. ვერტიკალური ბაღის გახსნას გეგმავენ.

“თუ ვგეგმავთ, რომ მარსზე ერთ დღეს ვიცხოვროთ, საქართველომ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. ჩვენმა წინაპრებმა დედამიწას ღვინო უსახსოვრეს, ასე რომ შეგვიძლია იგივე მარსზეც გავაკეთოთ “, – აცხადებს საქართველოს კოსმოსური კვლევითი სააგენტოს დამფუძნებელი ნიკოლოზ დობორჯგინიძე.

ვერტიკალური მებაღეობა ადამიანის მხრიდან მინიმალურ ჩართულობას მოითხოვს და მცენარის მოსაყვანად მზის სინათლე არ არის საჭირო.

მეცნიერების ვარაუდით, მარსის კლიმატს თეთრი ყურძენი უფრო გაუძლებს. ამიტომ წითელ პლანეტაზე მოშენების ერთ-ერთ კანდიდატად რწაწითელი განიხილება.