სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ჭავჭავაძეზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 09 / 01 / 2019 13:15
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ჭავჭავაძეზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი განმარტებით, შემთხვევის დროს სასწრაფოდ დახმარების ცენტრის ავტომანქანაში იმყოფებოდა პაციენტიც, რომელიც არ დაშავებულა და გადაყვანილია დანიშნულების ადგილზე.

“თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს დღეს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

აღნიშნული შემთხვევის მომენტში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტომანქანაში იმყოფებოდა პაციენტიც, რომელიც არ დაშავებულა და გადაყვანილია დანიშნულების ადგილზე.

მოგეხსენებათ, მომხდარის შედეგად, დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2 ექიმი. ყველა მათგანს უკვე გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება”, - წერია განცხადებაში. 

ტეგები