„ტამიფლუ“ მხოლოდ გრიპის გართულების შემთხვევაში უნდა მივიღოთ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს
ამობეჭდვა · 09 / 01 / 2019 14:07
„ტამიფლუ“ მხოლოდ გრიპის გართულების შემთხვევაში უნდა მივიღოთ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიან ივანუშა აცხადებს, რომ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი - „ტამიფლუ“, რომელსაც ამ ეტაპზე ბაზარზე ანალოგი არ აქვს, მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევისას, გართულებისას უნდა მივიღოთ.

„პაციენტების უმრავლესობას არ სჭირდება „ტამიფლუ“. სწორედ ამიტომ, რადგან ყველა ადამიანს არ სჭირდება „ტამიფლუ“, ზოგ ქვეყანაში ექიმები არ ნიშნავენ მას. მაგრამ რა თქმა უნდა, თუ არის რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა, გართულება, პაციენტმა უნდა მიიღოს „ტამიფლუ“. „ტამიფლუ“ არის ანტივირუსული პრეპარატი, ანტიბიოტიკის მსგავსია, ოღონდ ის მუშაობს გრიპის ვირუსის წინააღმდეგ, ამიტომ მინდა ძალიან მკაცრად გავაფრთხილო ადამიანები, წამლები არ არის კანფეტი, არ შეიძლება როგორც ტკბილეული, ისე მიიღოს ადამიანმა თავისი გადაწყვეტილებით. თუკი ჩვეულებრივ რესპირატორულ სიმპტომებს დაინახავთ, ნუ გაიქცევით აფთიაქში, ნუ შეიძენთ და მიიღებთ „ტამიფლუს“. ეს არის სერიოზული პრეპარატი, რომელიც კონკრეტული გართულების შემთხვევაში ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ. „ტამიფლუს“ შემცვლელი არ არსებობს. ის ამგვარი მოქმედების ერთადერთი პრეპარატია ბაზარზე ამ ეტაპზე“, - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიან ივანუშამ.

ტეგები