ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკის“ საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 09 / 01 / 2019 15:59
ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკის“ საქმეზე განცხადებას ავრცელებს

"თიბისი" ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეროვნული ბანკი ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს ეროვნული ბანკი, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მუდმივ ზედამხედველობას უწევს კომერციულ ბანკებს, მათ შორის "თიბისი ბანკს". კანონმდებლობის თანახმად, ეროვნული ბანკის საზედამხედველო ღონისძიებები, როგორც ამ კონკრეტულ, ასევე სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, არ არის საჯარო და, შესაბამისად, უფლებამოსილი არ ვართ დეტალებზე ვისაუბროთ.

ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "თიბისი ბანკი" ფინანსურად ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს ყველა ეკონომიკურ ნორმატივსა და ლიმიტს. მიმდინარე საგამოძიებო პროცესი, ასევე, ბანკთან დაკავშირებული პირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, გავლენას არ მოახდენს თავად ბანკის ფუნქციონირებაზე", - წერია განცხადებაში.

ტეგები