გრიპის ვირუსი ევროპასაც უტევს
ამობეჭდვა · 09 / 01 / 2019 16:09
გრიპის ვირუსი ევროპასაც უტევს

ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 52/2018 (24-30 დეკემბერი 2018 წელი) კვირის მონაცემებით, გრიპის ვირუსის აქტივობა თანდათანობით იზრდება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მისი 34 წევრი ქვეყნის მიერ მოხდა შეტყობინება გრიპის გეოგრაფიული გავრცელების შესახებ, რეგიონის მაშტაბით 12 ქვეყანაში ფიქსირდება ერთეული შემთხვევები ხოლო 8-ში რეგიონული გავრცელება, 4 ქვეყანა აღნიშნავს, რომ მათ ტერიტორიაზე ფიქსირდება გრიპის ადგილობრივი გავრცელება (საბერძნეთი, ლატვია, სლოვაკეთი და უზბეკეთი) 5 ქვეყნის მონაცემების თანახმად კი მათ ტერიტორიაზე გრიპი ფართოდაა გავრცელებული (ისლანდია, ნორვეგია, პორტუგალია, შვედეთი და თურქეთი);

გრიპისმაგვარი დაავადების (ILI) და მწვავე რესპირატორული ინფექციის (ARI) პირველადი ჯანდაცვის საყრდენი ბაზების გრიპზე ტესტირებული ნიმუშების 37% დადებითია;

გრიპის ვირუსის A ტიპი დომინირებს, როგორც ამბულატორიულ ასევე ჰოსპიტალურ სექტორებში;

საყრდენი ბაზების მონაცემებით, გრიპის A(H3N2) და A(H1N1)pdm09 ქვეტიპები ერთნაირი პროპორციით ცირკულირებენ;

არასაყრდენი ბაზების მონაცემებით, A ტიპის ვირუსის დაახლოებით ორ მესამედში დასტურდება A(H1N1)pdm09 ქვეტიპი;

ჰოსპიტალიზებულთა უმრავლეს შემთხვევაში ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ინფექცია ასოცირდებოდა A(H1N1)pdm09 ქვეტიპთან, 15-64 ასაკის პოპულაციში;

ევროპის რეგიონში 2018-2019 წლების სეზონზე SARI-ის გამო ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს შორის A ტიპი დადასტურებულია 96.1%-ში. იმავე ჯგუფში, ვირუსის სუბტიპირებით დადგენილია, რომ 71%-ში გამომწვევია A(H1N1)pdm09 და 29%-ში A(H3N2). 67.8% - 0-4 წლისაა, 16.3% - 15-64 წლის.

წყარო: ნიუპოსტი

ტეგები