„თბილისი მოლში" ევაკუაცია გამოცხადდა
ამობეჭდვა · 09 / 01 / 2019 17:42
„თბილისი მოლში" ევაკუაცია გამოცხადდა

„თბილისი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ლიბერალი“ ავრცელებს.

როგორც თვითმხილველი აცხადებს, ევაკუაცია ხანძრის გამო მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ მოლის პარკინგზე ავტომანქანის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა, ამან დაკვამლიანება გამოიწვია და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ჩაირთო.

როგორც უწყებაში ამბობენ, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და დაკვამლიანების შედეგად არავინ დაშავებულა.

ტეგები