ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლება 21 იანვრამდე გადაიდო
ამობეჭდვა · 09 / 01 / 2019 18:24
ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლება 21 იანვრამდე გადაიდო

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 1 კვირით გახანგრძლივდება, შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი, 14-ის ნაცვლად, 21 იანვარს განახლდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბაგა-ბაღებში გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობაშიჩატარდება გეგმიური სანიტარიული სამუშაოები, რომელიც მოიცავს დეზინფექციას, დეზინსექციას და დერატიზაციას.

ტეგები