უკანონო ვარ, მაგრამ ხომ ვარ - სასამართლომ აღიარა, რომ თეონა ხინჩაგაშვილი ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილია
ამობეჭდვა · 09 / 01 / 2019 19:07
უკანონო ვარ, მაგრამ ხომ ვარ - სასამართლომ აღიარა, რომ თეონა ხინჩაგაშვილი ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილია

რამდენიმე წლიანი პროცესი, ბიძინა ივანიშვილის ძმის წინააღმდეგ, თეონა ხინჩაგაშვილის გამარჯვებით დასრულდა. პირველი ინსტანციის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომაც აღიარა, რომ ის ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის შვილია. ამის შესახებ "რუსთავი2" წერს.

თეონა ხინჩაგაშვილი საკუთარ გვარს და შვილად აღიარებას წლების განმავლობაში ითხოვდა. მისივე თქმით, ჯერ კიდევ დედამისი ცდილობდა 30 წლის წინაც, რომ მამას იგი შვილად ეღიარებინა.

ხინჩაგაშვილის სარჩელი საქალაქო სასამართლომ რამდენიმე თვის წინ დააკმაყოფილა, თუმცა გადაწყვეტილება ალექსანდრე ივანიშვილმა სააპელაციოში გაასაჩივრა.

„4 წელია უკვე სიმართლეს ვეძებ და ჯამში კიდევ30 წელიწადზე მეტი დედაჩემი და დღეს ოფიციალურად მომცეს, ჩემი კანონიერი, რომელიც მეკუთვნის ეგ გვარი. მეშინოდა, რომ ზეგავლენას მოახდენდნენ ბიძაჩემი და მამაჩემი.მადლობა მოსამართლეს, რომ ზეგავლენა არ მოახდინეს მამაჩემის და ბიძაჩემის გავლენამ. რა ვქნა, უკანონო ვარ მაგრამ ხომ ვარ. ამას უკვე არავინ და აღარაფერი არ შეცვლის,“-განაცხადა თეონა ხინჩაგაშვილმა.

ტეგები