თბილისში დაუდგენელი ვირუსით 22 წლის ქალი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 09 / 01 / 2019 23:18
თბილისში დაუდგენელი ვირუსით 22 წლის ქალი გარდაიცვალა

თბილისში, დაუდგენელი ვირუსით 22 წლის ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო "პირველი" წერს.

22 წლის, სალომე ქემაშვილი, ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში, პავლოვის ქუჩაზე არსებულ, ინფექციურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

"წლინახევრის შვილი დარჩა. საოცარი გოგო იყო. მასზე წარსულში საუბარი მიჭირს. სამედიცინოს სტუნდეტი იყო და მორიგეობდა ხოლმე და სავარაუდოდ იქ შეეყარა ეს ვირუსი,"- აცხადებს ახლობელი, შორენა საღინაძე.

ტეგები