გრიპის ვირუსის გამო ილიას უნივერსიტეტში სწავლა შეჩერდა
ამობეჭდვა · 10 / 01 / 2019 14:36
გრიპის ვირუსის გამო ილიას უნივერსიტეტში სწავლა შეჩერდა

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 11-დან 21 იანვრამდე შეჩერდა. ამის შესახებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ განცხადება ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, გრიპის ვირუსის გამო სწავლა საბავშვო ბაღებსა და სკოლებშიც გადაიდო. 

ტეგები