ხვალ ქვეყანაში „ტამიფლუს" საკმაოდ დიდი პარტია შემოდის
ამობეჭდვა · 10 / 01 / 2019 14:44
ხვალ ქვეყანაში „ტამიფლუს" საკმაოდ დიდი პარტია შემოდის

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალ ქვეყანაში "ტამიფლუს" საკმაოდ დიდი პარტია შემოდის, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის.

მისი განცხადებით, პრეპარატი, რომელსაც სახელმწიფო უფასოდ არიგებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით დეფიციტში არაა, რაც შეეხება აფთიაქებს, გამყრელიძის ინფორმაციით, იქაც არ უნდა იყოს დეფიციტი.

"აფთიაქებშიც, სახელმწიფომ თავისი სტრატეგიული მარაგებიდან გასცა აფთიაქებზე პრეპარატი და იქაც არ უნდა იყოს დეფიციტი. ხვალ ქვეყანაში "ტამიფლუს" საკმაოდ დიდი პარტია შემოდის, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის და ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა დღესდღეობით არ არსებობს", - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების ნაწილის ინფორმაციით, აფთიაქებში ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ და პირბადეებს ვერ ყიდულობენ.


წყარო: primetime.ge

ტეგები