22 წლის სალომე ქემაშვილი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა, მაგრამ ვირუსთან ერთად, იყო საკმაოდ მძიმე დაავადება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"ვფლობთ ამ სამწუხარო შემთხვევის, 22 წლის ქალბატონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ მინდა მედიას მოგმართოთ, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ. ამ კანონის მიხედვით, თუ ოჯახის თანხმობა არაა, მე პერსონალიებზე საუბარი არ შემიძლია ღია ეთერში. ვფლობ ინფორმაციას, სამწუხარო შემთხვევაა, მაგრამ იქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება", - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ სალომე ქემაშვილი კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალია, რომელიც სიკვდილს ინფექციურ საავადმყოფოში, აპარატზე შეერთებული ერთი კვირის მანძილზე ებრძოდა. ახალგაზრდა ქალს წლინახევრის შვილი დარჩა.
წყარო: primetime.ge
ტეგები
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |