ლაშა ტალახაძეს მხარდაჭერა სჭირდება - მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტულისთვის ბრძოლა დაიწყო
ამობეჭდვა · 10 / 01 / 2019 19:51
ლაშა ტალახაძეს მხარდაჭერა სჭირდება - მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტულისთვის ბრძოლა დაიწყო

მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო და 31 იანვარს დასრულდება.

პლანეტის უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გამოკითხვაში კვლავ ნომინანტთა შორის დასახელდა.

ლაშა ტალახაძის კიდევ ერთხელ აღიარებისთვის საჭიროა თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა.

ქვემოთ მითითებულ ბმულზე მიჰყევით ინსტრუქციას –

1. მონიშნეთ ლაშა ტალახაძე
2. მონიშნეთ ერთი ნებისმიერი ქალი ძალოსანი
3. მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი
4. მიუთითეთ ქვეყანა
5. მიუთითეთ ელექტრონული ფოსტის მისამართი
6. ჩაწერეთ ველში ნაჩვენები პაროლი
7. დააწკაპუნეთ ღილაკზე – VOTE!

მხოლოდ ის ხმა მიიღება, სადაც ყველა ველი შევსებული იქნება.

ხმის მიცემა დღეში ერთხელ არის შესაძლებელი.

წყარო: 1TV.GE

ტეგები