"თუ ივანიშვილი მურუსიძის გასაპრავებლად საფლავში უნდა ჩაწვეს, ბესელია სულაც არ აპირებს მისთვის გვერდის დამშვენებას"
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2019 11:10
"თუ ივანიშვილი მურუსიძის გასაპრავებლად საფლავში უნდა ჩაწვეს, ბესელია სულაც არ აპირებს მისთვის გვერდის დამშვენებას"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"გუნდურობისა და კოლექტივის წინააღმდეგ წასვლა არ შეიძლებაო, გვესმის აქ ჯერ კიდევ ბოლშევიკური მმართველობის დროიდან.

ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წავიდაო, ახლაც ეს არქეტიპული ფრაზა თქვა ივანიშვილმა. ოღონდ მას დაავიწყდა, რომ ბესელია, მისგან განსხვავებით, პოლიტიკოსია. და თუ თავად მურუსიძის გასაპრავებლად პოლიტიკურ საფლავში უნდა ჩაწვეს, ეკა ბესელია სულაც არ აპირებს მისთვის გვერდის დამშვენებას და ეს სულაც არაა გასაკვირი.

არამარტო ბესელია, პარლამენტის სხვა წევრებიც აცნობიერებენ იმ მარაზმს, რაშიც აღმოჩნდნენ. არც ეს ქვეყანაა ბანკი, სადაც ყველა შენ მიერ არის რეკრუტირებული და ორგანიზებული შენ მიერ დასახული მიზნის გარშემო. პოლიტიკა გაცილებით რთული და მრავალუცნობიანი თამაშია, და ბიძინეს მცდელობები გაიყვანოს პოლიტიკოსები პოლიტიკიდან და მხოლოდ უბიოგრაფიო, უპრინციპო და უხერხემლო კარიერისტები დაიტოვოს, მხოლოდ საკუთარ ხელისუფლებას დააზიანებს.

მალე ნახავს, რას მოუტანს გასაბერი პარლამენტის თავმჯდომარის და კოლექტიური მურუსიძის იმედად დარჩენა",- წერს გამსახურდია.

ტეგები