მოსკოვის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2019 12:17
მოსკოვის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის დედაქალაქში, „შერემეტიევოს“ აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული მესაზღვრეს 50 ათასი რუბლის ოდენობის ქრთამი გადასცა, რათა მას რუსეთში ჩინეთის მოქალაქე შემოეშვა.

შემთხვევა 9 იანვარს მოხდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აღნიშნავენ, რომ რუსეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე შეატყობინეს.

ტეგები