პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს წევრის ვაკანტურ ადგილზე ორი კანდიდატი განსახილველად წარუდგინა
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2019 13:58
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს წევრის ვაკანტურ ადგილზე ორი კანდიდატი განსახილველად წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 10 იანვარს, საქართველოს პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ ადგილზე ორი კანდიდატი განსახილველად წარუდგინა.

საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე - 12 მუხლის მე - 8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის გიორგი შარაბიძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით წარმოშობილ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩა ორი ახალი კანდიდატურა: გიორგი შარაბიძე და ნათია იოსელიანი.
 

ტეგები