მარნეულში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვით მოზარდი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2019 15:59
მარნეულში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვით მოზარდი გარდაიცვალა

მარნეულში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით 15 წლის გოგონა დაიღუპა. ამის შესახებ 1TV.GE წერს.

ახლობლების განცხადებით, მოზარდი ოჯახის წევრებმა უგონო მდგომარეობაში, აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ იმ ოთახში იპოვეს, სადაც გამათბობელი იყო დამონტაჟებული. გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც პირველ არხთან „ავერსის“ კლინიკის ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა ებრალიძემ განაცხადა, პაციენტი უკვე გარდაცვლილი იყო.

როგორც ადგილზე აცხადებენ, შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.

გარდაცვალების ფაქტი პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მიმდინარეობს გამოძიება.

ტეგები