მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული არასრულწლოვანი დარბაზიდან გაათავისუფლეს
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2019 17:03
მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული არასრულწლოვანი დარბაზიდან გაათავისუფლეს

მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ. მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა. მას აღკვეთის ღონისძიებად 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ცნობისთვის, დ.ღ.-ს ექვსთვიანი საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.

დ.ღ. 2018 წლის ივლისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამას, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო. 

2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

ტეგები