გრიპის ვირუსით თბილისში 61 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2019 17:17
გრიპის ვირუსით თბილისში 61 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში 61 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც კასპის მაცხოვრებელი იყო. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, გრიპის ვირუსის გართულებული ფორმა გახდა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ახლობლების განცხადებით, გარდაცვლილი დავით ნონიაშვილი ბოლო პერიოდში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა და გრიპის გამო საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული.

ცნობისთვის, დღეს H1N1, იგივე "ღორის გრიპით" 2 ადამიანი გარდაიცვალა. 

ტეგები