სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ხელფასზე უარი განაცხადა
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2019 17:30
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ხელფასზე უარი განაცხადა

საქართველოს პრეზიდენტი ხელფასზე უარს აცხადებს და ის მის თვიურ შემოსავალს ფონდში გადარიცხავს, რომლის შექმნასაც ის აპირებს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმების გამო მიიღო.

„რადგანაც ახალ ვითარებაში პრეზიდენტის ფონდი გაუქმებულია, გადავწყვიტე, ახალი ფორმები მოვნახოთ იმიტომ, რომ რაღაცა ნაწილი სწორედ ამ კუთხით - ინიციატივების, ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობა აუცილებელია. პრეზიდენტი ამ ქმედებების ერთგვარი მფარველი უნდა იყოს. გადავწყვიტე, რომ მოვძებნოთ ფორმა და ჩემი ეგიდითა და საზოგადოებრივი პირების დახმარებით, კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი, სადაც პირველ რიგში მე და იმედი მაქვს, რომ სხვებიც მომყვებიან, გადავრიცხავ ჩემ ხელფასს, რამეთუ მე ვღებულობ უკვე საფრანგეთის პენსიას, რაც მეყოფა სრულებით. ასე რომ, შემიძლია ჩემი პრეზიდენტის სარგო მოვახმარო იმ საქმეებს, რასაც გადავწყვიტავთ ერთად, რომ არის მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ტეგები