თბილისში 14 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2019 17:39
თბილისში 14 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 14 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

გლდანის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის, სარაჯიშვილის, შეშელიძის და თემქის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, თამარაშვილის, ჩხეიძის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
 

ტეგები