ნათელა მაჭავარიანის კანდიდატურა შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ არ განიხილება - სალომე ზურაბიშვილი
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2019 18:19
ნათელა მაჭავარიანის კანდიდატურა შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ არ განიხილება - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ნათელა მაჭავარიანის კანდიდატურა შეწყალების კომისიის არც წევრად და არც თავმჯდომარედ არ განიხილება: „ეს მისთვის ძალიან მძიმე ტვირთი იქნება და ჩემს მეგობარს ამას არ ვუსურვებ".

შეკითხვაზე, რა პრინციპით აირჩევა კომისიის შემადგენლობა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ კომისიის წევრებს აირჩევენ სანდოობის და სინდისის პრინციპით. 

წყარო: ლიბერალი

ტეგები