ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი გაათავისუფლეს
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2019 18:35
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი გაათავისუფლეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. დ.ღ.-ს აღკვეთის ღონოსძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობის ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.

ადვოკატის განცხადებით, დღემდე 90-მდე მოწმე დაიკითხა და ბრალდებულის მიმართ ბრალი არ დასტურდება.

ტეგები