ზვიად ქორიძემ მუშაობა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2019 22:20
ზვიად ქორიძემ მუშაობა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო

შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ქორიძე, რომელმაც აღნიშნული პოსტი მიმდინარე წლის 3 იანვარს დატოვა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს გუნდს შეუერთდა.როგორც ცნობილია, ის აჭარის მაუწყებლის მართვის მოდელზე/სტრუქტურასა და შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტებზე იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.

ცნობისთვის ზვიად ქორიძე ჟურნალისტი და მედიამენეჯერია. ის 2011 – 2013 წლებში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ხელმძღვანელობდა.

 

ტეგები