შსს-მ თბილისში ავტომანქანების დაზიანების და გაქურდვის ფაქტები გახსნა
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2019 10:30
შსს-მ თბილისში ავტომანქანების დაზიანების და გაქურდვის ფაქტები გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.ზ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა თბილისში 3 ავტომობილი გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 იანვარს თბილისში 5 ავტომობილი დააზიანა, 3 ავტომობილიდან კი სხვადსხვა ნივთები მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად
ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ტეგები