ავარია ქუთაისში - დაღუპულია ერთი ადამიანი
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2019 12:24
ავარია ქუთაისში - დაღუპულია ერთი ადამიანი

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, ავტომაქანა სწრაფად მოძრაობდა და საჭე ვერ დაიმორჩილა. ქვეითი ადგილზევე გარდაიცვალა. 

დაღუპულია 60 წლამდე კაცი. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ტეგები