თბილისში კაფე გაქურდეს
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2019 12:29
თბილისში კაფე გაქურდეს

თბილისში "ჰარდ როკ კაფე" გაქურდეს. თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ამის შესახებ "რუსთავი 2" წერს.

მელიქიშვილის გამზირზე, სადაც ჰარდ როკ კაფე მდებარეობს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სავარაუდოდ, ქურდობაში არასრულწლოვნები მონაწილეობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე - ქურდობის მუხლით დაიწყო.

ტეგები